# 51 / 0
მოტივაცია: ნახატი შეიქმნა ექსპრონტად კახელების მარშისთვის პროტესტის 25-ე დღეს სადაც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მიმართა. ნახატი ეხმიანება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების და ქვეყნის ევროპული განვითარების კურსის შეცვლის გამო გამოწვეულ ხალხის ყოველდღიურ შეუჩერებელ პროტესტს გამარჯვებამდე არალეგიტიმური მთავრობის დასრულებას, რომელიც არ აღიარა არც ხალხმა და არც საერთაშორისო სპექტრმა. ერთმუშტად შეკრული ერი, ახალგაზრდების თაოსნობით უსვავს შავ წერტილს ხელისუფლებას და მის უსამართლო ქმედებებს, მათ შორის ყველაზე მძიმე დანაშაულს ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას და ადამიანთა უფლებების შელახვას. საქართველოს და ევრო კავშირის დროშების ფონზე. ნახატი ამავე დღეს პირდაპირ აქციაზე სადაც უამრავმა, ათი ათასობით ხალხმა მოიყარა თავი საჩუქრად გადაეცა მსოფლიო ლიდერს და ხალხის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
მასალა: აკრილი ტილოზე
ზომა: 30 x 40 სმ
შეიქმნა: 22 დეკემბერი 2024