# 45/ 01
Motivation: The iconic windmills of Holland, from the World Heritage.
დილაობით ჰაერი მძაფრი საქონლის სუნით იჟღინთება, რაც იმის ნიშანია რომ ჰოლანდია მესაქონლეობას კვლავ მამაპაპურად, ძველებურად, ადათ – წესებისამებრ მისდევს, რომელსაც ღრმა და განვითარებული ფესვები აქვს. ახალი გამოღვიძებული ჯერ კიდევ ხალათში, ტერასაზე ცხელი ყავის ჭიქით ხელში უცქერი მეფის სასახლეს, თუ სასახლის სახურავზე დროშა აღმართულია მეფე შინ არის. სველი და ცივი ჰავა ტანზე გეტმასნება, ცხელი ყავის ორთქლს ჰაერის ორთქლთან ერთად მოსვავ და ტკბები ტრადიციისა და ცივილიზაციის ნაზავ-ნაერთით, ეს გიქმნის ცხოვრების შეგრძნებით ტკბობას რასაც ვერანაირი ფრანგული სუნამო ვერ ცვლის.საქონლის ბალახისა და ტექნოლოგიების საოცარი სურნელი სასუნთ ორგანოებს სრულ ოკუპაციას უკეთებს, ცხვირის ნესტოებში მყარად განთავსებული კი მძაფრი შეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით გნუსხავს და გავსებს… მერე სადაც არ უნდა გააგრძელო ცხოვრება ქალაქია თუ სოფელი იგივე მეორდება და ამ სურნელით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებებს გახსენებს.. ისევე ხარბად ისუნთქავ რათა ძირფესვიანად შეიგრძნო და მიხვდე თუ ვინ და რამ მოიტანა ეს ლამაზი ქვეყანა დღემდე და აქამდე. დასავლეთიდან სამხრეთამდე 41,526 sq km
Materials: oil on canvas board. bamboo framed
Size: 30 H x 40W x 5D cm
Created: 8-8-2024
Price: €370
Worldwide Delivery
underpainting proses